ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ილია და ალექსანდრე თოფურიებმა Climent Club დატოვეს, სადაც წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ.
"ორივე მხარე სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს და პროფესიული პროექტები მათ ხელს უშლის, რომ ერთად იმუშაონ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ."
ილია თოფურია თავის მომდევნო ბრძოლას UFC 317-ზე, 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და მსუბუქი წონის ქამრის მოპოვებას შეეცდება.
UFC-ში თავისი სადებიუტო გამარჯვების შემდეგ, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩაატარებს თავის მომდევნო ბრძოლას ალექსანდრე.
ალექსანდრე თოფურიამ ილიასთვის იდეალური სცენარი დაასახელა