Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ემირეითსზე არსენალი ლესტერს მიიღებს.
დავიდ რაიას თამაში ლესტერის წინააღმდეგ საეჭვოა, რადგან მას მატჩის წინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. გუნდს ასევე დააკლდება მარტინ ოდეგორი და მიკელ მერინო.
ლესტერი დანიელი ცენტრალური მცველის იანიკ ვესტერგორის გარეშე ითამაშებს, ასევე გუნდს კვლავ არ ეყოლება პატსონ დაკა.
ურთიერთშეხვედრები
არსენალს ლესტერის წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 34 თამაშიდან 21 მოგებული აქვს (8 ფრე, 5 წაგება).
გუნდები ბოლოს პრემიერ ლიგაში 2022-23 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. არსენალმა სახლში 4-2, გასვლაზე კი 0-1 მოიგო, გაბრიელ მარტინელიმ კი ორივე მატჩში გაიტანა გოლი.
მელიებს 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩი აქვთ წაგებული. მაშინ გუნდმა ემირეითსზე ჯეიმი ვარდის ერთადერთი გოლით იმარჯვა.
ლესტერის ნახსენები გამარჯვება ყველა ტურნირზე არსენალთან ბოლო 30 გასვლით მატჩში ერთადერთი მოგებაა (7 ფრე, 22 წაგება).
არსენალი
არსენალს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 5-დან 3 მატჩი აქვს მოგებული (2 ფრე), გუნდმა ქულები იმ შეხვედრებში დაკარგა - ბრაიტონთან და მანჩესტერ სიტისთან, სადაც კაცი გაუგდეს.
ლონდონელებს ბოლო 17-დან 16 მატჩი აქვთ მოგებული ახლად ამოსულ გუნდებთან (მათ შორის 6 მატჩი გასულ სეზონში, 25-4 ბურთები). გამონაკლისი 2023 წლის მაისში მოხდა, როცა გუნდმა ნოტინგემთან 1-0 წააგო.
2019-20 წლების სეზონის შემდეგ კაი ჰავერცს შეუძლია გახდეს პირველი მოთამაშე, რომელიც სახლში ჩატარებული არსენალის გახსნით 3 შეხვედრაში გოლს გაიტანს. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეძლო.
გაბრიელ მაგალაეშს პრემიერ ლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის მან ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, ბრაზილიელის დებიუტის შემდეგ (2020) პრემიერ ლიგაში ის მცველებს შრის საუკეთესო ბომბარდირია. მე-2 ადგილზე კურტ ზუმაა 11 გოლით.
გაბრიელ ჟესუსს პრემიერ ლიგაში ლესტერთან ჩატარებულ 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
ლესტერი
ლესტერმა პრემიერ ლიგის გახსნითი 5 მატჩი (3 ფრე, 2 წაგება) მესამედ ვერ მოიგო. წინა შემთხვევები 1994-95 და 2022-23 წლებში დაფიქსირდა, ორივე სეზონში გუნდი გავარდა.
მელიების ერთადერთი მშრალად შენახული კარი ბოლო 28 პრემიერლიგურ მატჩში 2023 წლის მაისში ნიუკასლთან დაფიქსირდა (0-0).
ლესტერს პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან 20-ში გოლი აქვს გატანილი, ერთადერთი გამონაკლისი 2022 წლის მარტში არსენალთან შეხვედრაა (2-0).
სტივ კუპერს ჩემპიონატში ბოლო 18-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული, 30 გასვლითი შეხვედრიდან კი მხოლოდ 2 (8 ფრე, 20 წაგება).
ჯეიმი ვარდის პრემიერ ლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი არსენალის კარში, მეტი ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ. ვარდიზე უკეთესი შედეგი არსენალთან ჰარი კეინსა (14 გოლი) და უეინ რუნის (12 გოლი) აქვთ.
სტეფი მავიდიდის შეუძლია გახდეს პირველი მოთამაშე, რომელიც ლესტერში თავის პირველ 3 პრემიერლიგურ თამაშში გოლს გაიტანას. ის მეორე მოთამაშეა, რომელმაც ეს პირველ 2 შეხვედრაში შეძლო და მარკ რობინსის შედეგი გაიმეორა, რომელმაც ეს 1995 წელს გააკეთა.
თვალი ადევნე ინგლისის პრემიერლიგას. დააკლიკე აქ და უყურე ფეხბურთს ლაივში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები