ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ენდრიკმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსები შეაფასა.
ზამთარში 19 წლის ფეხბურთელი რეალიდან იჯარით ლიონში გადავიდა, სადაც სეზონის ბოლომდე დარჩება. ფრანგულ კლუბში ჩატარებულ 14 მატჩში მან უკვე 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
„არ ველოდი, რომ ლიონში ასეთ კარგ სტარტს ავიღებდი, მაგრამ ღვთის ნებით შეუძლებელი აღსრულდა. სულ ცოტა ხნის წინ არ მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შევძლებდი, მაგრამ უფლის შეწევნით ეს შესაძლებელია.
ეჭვი არაფერში მეპარება — ჩემს საქმეს გავაკეთებ და დღევანდელი დღით ვიცხოვრებ. მე აწმყოთი ვცხოვრობ.
ლიონში კარგად უნდა ვივარჯიშო, მივყვე ჩემს პროგრამას, შევინარჩუნო ჯანმრთელობა და თავი გამოვიჩინო მატჩებში. თუ ღმერთი ინებებს, ივნისში მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ.“