სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა.
დღეს ევროპის ტოპ 5 ლიგაში ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართება, მათ შორის ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით.
18:00 საათზე იტალიის სერია ა-ში საბა გოგლიჩიძის უდინეზე საკუთარ მოედანზე ბოლონიას მიიღებს. ქართველი მცველი მასპინძელთა სავარაუდო სასტარტო შეამდგენლობაშია.
უდინეზე სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-10 ადგილზეა, ბოლონია კი 21 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერებს 3 ქულით ჩამორჩება.
18:30 საათზე გერმანიის ბუნდესლიგაში ერთმანეთის პარალელურად გიორგი გოჩოლეიშვილი და ბუდუ ზივზივაძე ითამაშებენ. ჰამბურგი აუგსბურგს ესტუმრება, ჰაიდენჰაიმი კი მიუნხეგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. ორივე ქართველს სასტარტო შემადგენლობაში ელიან.
ჰამბურგი ცხრილში 9 ქულით მე-13 ადგილზეა და თანაქალაქელ ზანქტ პაულის, რომელიც პლეიაუტის ზონაშია, 2 ქულით უსწრებს, ჰაიდენჰაიმი კი 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
19:00 საათზე პრემიერ ლიგაში თავის მატჩს გამართავს ლივერპული, რომელიც ენფილდზე ნოტინგემს დაუპირისპირდება.
არნე სლოტმა დაადასტურა, რომ ალისონი ტრავმიდან დაბრუნდა და სავარაუდოდ ის ფორესტთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს.
ლივერპული ცხრილში 18 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიდერ არსენალს უკვე 8 ქულით ჩამორჩება, ნოტინგემი კი 9 ქულით გასავარდნ ზონაშ, მე-19 ადგილზეა.
00:00 საათზე ლა ლიგაში ვილიარეალი საკუთარ მოედანზე მალიორკას მიიღებს. სანაკრებო მატჩების მცირე ტრავმის გამო გამოტოვების შემდეგ, მოედანს გიორგი მიქაუტაძე დაუბრუნდება.
მარსელინოს გუნდი სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ რეალს 5 ქულით ჩამორჩება, მალიორკა კი 12 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.
00:05 საათზე დღის ბოლო ქართული მატჩი კი პარიზში გაიმართება, სადაც პსჟ ლე ავრს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო შემადგენლობაში ელიან.
ამ ტურში მარსელმა თავისი მატჩი უკვე ჩაატარა და მოიგო, შესაბამისად ლუის ენრიკეს გუნდი მე-2 ადგილზეა და ოლიმპიკს 1 ქულით ჩამორჩება, ლე ავრი კი 14 ქულით მე-12 პოზიციაზეა და პლეიაუტის ზონას 4 ქულით უსწრებს.
18:00 უდინეზე - ბოლონია
18:30 აუგსბურგი - ჰამბურგი
18:30 ჰაიდენჰაიმი - მიუნხენგლადბახი
19:00 ლივერპული - ნოტინგემი
00:00 ვილიარეალი - მალიორკა
00:05 პსჟ - ლე ავრი