3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.
"კიტეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ევროპაში. მას ტოპ კლუბში თამაში შეუძლია. ის საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მიხარია, რომ ჩემს გუნდში თამაშობს." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან მოგებულ შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო და მისმა კარგმა თამაშმა მეტწილად განაპირობა საქართველოს ნაკრების ასეთი პერფორმანსი.
კიტეიშვილის გაკეთებული 44 პასიდან 40 ზუსტი იყო, რაც სიზუსტის 91%-იანი მაჩვენებელია. ასევე ოთარმა 2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა და ბურთი 3-ჯერ გამოიტანა, ასევე ჰქონდა 3 ვარდნა.
თუმცა სტატისტიკაში არ ჩანს ის, რასაც კიტე მოედანზე აკეთებდა. მისი სიტუაციაში გარკვევის საოცარი უნარი და ზონებს შორის პასები საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა სახიფათო შეტევების განვითარებასა და ჩეხების თამაშში არეულობის შეტანაში.
საბოლოოდ კი ჩვენმა გუნდმა მეტოქე 4-1 დაამარცხა და ერთა ლიგის ახალი გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები