საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - რუმინეთთან და ბაჰრეინთან.
მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრების წინ, დაასახელა ფეხბურთელთა ის შემადგენლობა, რომელიც აღნიშნული მატჩებისთვის შეკრებას გაივლის.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს.
სანაკრებო შეკრებაზე 1 დებიუტანტია - ნიდერლანდური ექსელსიორის ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანი, რომელმაც ერედივიზიეს დასრულებულ გათამაშებაში 7 საგოლე მოქმედება შეასრულა (5 გოლი, 2 ასისტი).
როგორც ზემოთაა, რუმინეთთან მატჩის თარიღი 2 ივნისია, ხოლო ბაჰრეინთან შეხვედრა 5 ივნისს ჩატარდება - ორივე მათგანი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა.