საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა, Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას მოუწოდებს, აბუ დაბიში მომხდართან დაკავშირებით ხმა აიმაღლონ.
ზვიადის განცხადებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავდაცვის მიუხედავად კვლავ პოლიციის განყოფილებაში არიან და შესაძლოა, იქ კიდევ 48 საათის განმავლობაში დარჩნენ.
,,მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება.
სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ კიდევ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები.
ვფიქრობ, ეს სრულად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ.
ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას.