MMA-ის ცნობილი ანალიტიკოსი, MMA Guru ისლამ მახაჩევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის მიერ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის შემდეგ გააკეთა.
,,ის, რაც დღეს მოხდა, თავად მერაბმა დაიწყო" - რას ამბობს მახაჩევი?
მისი თქმით, ერთ-ერთზე ჩხუბსა და ჯგუფურად თავდასხმას შორის უდიდესი განსხვავებაა.
„მერაბმა, და სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება, იმ ტიპს შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო სახეში სილა გააწნა. თანაც ეს მარტომ გააკეთა. აი, ეს არის განსხვავება!
საერთოდ არ მაინტერესებს, მერაბი უსმან ნურმაგომედოვს რამე შეურაცხმყოფელს რომ ეუბნებოდა და უსმანი მასთან მისულიყო და სილა გაერტყა...
მაგრამ რატომ ესხმით თავს ჯგუფურად და რატომ იყენებთ რიცხობრივ უპირატესობას? ლაჩრებივით იქცევით! თქვენ ლაჩრები ხართ და ქუჩაში ერთ-ერთზე ჩხუბის გეშინიათ.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთ-ერთზე დაპირისპირების გეშინიათ, რადგან მაშინაც კი, როდესაც ექვსნი ორის წინააღმდეგ ხართ, ნახეთ, რა ემართება თქვენს ბიჭს“. - ამბობს MMA Guru თავის ვიდეოში.
,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა