უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პსვ-სთან 6-2 მარცხის შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა.
"არის იმედგაცრუება, მაგრამ როცა მსგავსი სიტუაციები ხდება, ისინი არასოდეს ხდება შემთხვევით. უნდა შეგვეძლოს ამ ტენდენციის შეცვლა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მაგიჟებს. შარშან წარმოუდგენელი სეზონი გვქონდა, ძალიან ცოტანი ვიყავით და ბევრმა ფეხბურთელმა საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა. იყო დიდი ერთიანობა; წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და ბევრი ფეხბურთელი დაგვემატა. 9 ახალი მოთამაშე დავიმატეთ. პრაქტიკულად იძულებულნი ვიყავით, 9 ახალი მოთამაშის ჩასმა გასახდელში კი მარტივი არ არის. დრო სჭირდება ერთმანეთის გაცნობას.
ეს არის დონე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა გვთავაზობს, ასე რომ ბევრი სათქმელი არ გვაქვს, სამუშაო კი ბევრია. ვხედავ, როგორ მუშაობენ მოთამაშეები ყოველდღე, ვიცი, რომ ეს წელი რთული იქნება, მაგრამ ყველას აქვს სურვილი იმუშაოს და საჭიროა თავიდან შევქმნათ შარშანდელი ქიმია ამდენი ახალი სახის პირობებში. ახალ ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ, რომ გარემოს შეეჩვიონ. ჩვენ იძულებული ვიყავით შევსულიყავით სატრანსფერო ბაზარზე; 9 ფეხბურთელი მოვიყვანეთ და დროა საჭირო იმის ასაშენებლად, რაც უკვე გვქონდა.
ამაში ყველა უნდა ჩაერთოს, პირველ რიგში მეც. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადვილი არ არის იმავე ენთუზიაზმისა და ენერგიის გამეორება, რაც პირველ წელს გვქონდა, ეს რთული წელი იქნება. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ ვიპოვო სწორი ენერგია და სიახლე მოთამაშეებში, რათა გავაკეთოთ რაღაც განსაკუთრებული ასეთ რთულ სეზონში. უნდა მივცეთ ახალ მოთამაშეებს დრო, რომ ინტეგრირდნენ გარემოში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვცდილობთ ოთხი ცენტრალური ნახევარმცველის დაბალანსებას, პირველ რიგში ტაქტიკურად, მაგრამ ასევე თამაშის თვალსაზრისითაც. ახლა, არსებული ტაქტიკური სქემის გათვალისწინებით, ვერ გვყავდა ორი ძალიან შემტევი ვინგერი და მოგვიწია, ერთ-ერთი ნახევარმცველი გაგვეწირა.
ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორე კი ბევრად უარესი… საერთოდ არ მომეწონა. გაბრაზებული ვარ, მართლა გაბრაზებული. ვცდილობ მათ დახმარებას, მაგრამ როცა 6-2 აგებ, აღარავის ტოვებ სკამზე, ვისაც დაადანაშაულებ. მომავალში, ალბათ, წამოვიღებ მათრახს, როგორც ლომებთან, რომ მოვათვინიერო ისინი.“. - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.