არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
03 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
"მე ყოველთვის ღრმად მადლიერი ვიყავი მედიის მხრიდან იმ პატივისცემით სავსე დამოკიდებულებისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი და რომელიც ჩემი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და არის დღესაც.
ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ამჟამად მედიაში ვჩნდები საკითხების გამო, რომლებიც სპორტთან არ არის დაკავშირებული. მესმის, რომ საჯარო პირად ყოფნა ნიშნავს ყალბი ინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი, სენსაციაზე ორიენტირებული სათაურების წინაშე დგომას, რომლებიც მხოლოდ კლიკების მისაღებად იქმნება და არ ითვალისწინებს არც სიმართლეს და არც შედეგებს.
გუშინ ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ყალბი სათაურით, თითქოს მე დაბარებული ვიყავი ოჯახური ძალადობის საქმეზე ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით ეს სათაური შეცვალეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე არასოდეს ვყოფილვარ დაბარებული ამ მიზეზით, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვარ დავთანხმდე ჩვენების მიცემას, თუ ეს ოდესმე საჭირო გახდება.
რეალობა ის არის, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის წესიდან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ გამოვცხადდე აღნიშნულ სასამართლოში, თუმცა ეს დაბარება დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხთან, რომელიც ეხება ჩემი ქალიშვილის ესპანეთის ფარგლებს გარეთ მგზავრობას. ის ოთხი თვეა არ მინახავს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა.
მე ვიღებ საჯაროობის ფასს, თუმცა ეს ვერ გაამართლებს გადაუმოწმებელი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან ისეთი საკითხების გასაჯაროებას, რომლებიც არასრულწლოვანს ეხება და დაცვას იმსახურებს.
ეს ვითარება დაიწყო ჩემ მიერ შეტანილი განქორწინების განცხადებით, ჩვენი დაშორების შემდეგ გამართული რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად არაგონივრულ ფინანსურ მოთხოვნებზე, რამდენიმე კვირის შემდეგ შევიდა ძალადობის შესახებ საჩივარი - იმ მუქარის რეალიზაცია, რომელსაც ადრე შევხვედრივარ და რომელიც ამჟამად სასამართლოს მიერ განიხილება.
მე კვლავ ვანდობ ჩემს რწმენას ღმერთს, სამართალსა და ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს და მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი რამიდან ერთ-ერთი, ჩემს ვაჟთან, ჰუგოსთან ერთად, ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა.
მედიისგან მხოლოდ იმავე პატივისცემასა და პროფესიონალიზმს ვითხოვ, რომელსაც მათი უმრავლესობა ყოველთვის ავლენდა ჩემს მიმართ და იმას, რომ ისინი ფაქტებს დაეყრდნონ, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს.
ღმერთმა დაგლოცოთ." - წერს ილია თოფურია.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
