• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა" - რეკორდსმენი ხარებაშვილის კომენტარი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა" - რეკორდსმენი ხარებაშვილის კომენტარი

05 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფარერის კუნძულებთან მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა და ყველა დროის რეკორდსმენმა, საბა ხარებაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.


"მთელი ბავშვობა, რაც ფეხბურთზე შევედი, ამ მომენტზე ვოცნებობდი და როცა მოედანზე შევედი, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქამდე გვერდზე მედგა, ატმოსფეროც საოცარი იყო და მადლობა გულშემატკივრებს ამისთვის.


ემოციებს რაც შეეხება, ჩემს კარიერაში ალბათ ამაზე დიდი ემოცია არ მექნება, როცა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გაქვს, ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა.


სანიოლმა მატჩის შემდეგ მომილოცა და წარმატებები მისურვა.


რა თქმა უნდა, გიორგი ლორია ქართული ფეხბურთის ლეგენდა არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რაც ეროვნული ნაკრებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში, მართალია ეროვნულ ნაკრებში აღარ იქნება, მაგრამ გუნდში აგრძელებს თამაშს.


ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო, ახლა ერთი თამაში გველოდება, შემდეგ დავბრუნდები გუნდში და შევეცდები, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე." - განაცხადა ხარებაშვილმა.


საბა ხარებაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მან (16 წლის, 9 თვის  და 2 დღის) ლევან ყენიას რეკორდი მოხსნა, რომელიც დებიუტის დროს (16 წლის, 10 თვის და 21 დღის) იყო.


"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

მსგავსი სიახლეები

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს

•ქართული

ქართული

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს
•ქართული

ქართული

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ

•ქართული

ქართული

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ
•ქართული

ქართული

U21 ევროზე, პანენკაზე, ნაკრების მიზანზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ ლომინაძესთან

•
•ფეხბურთი
U21 ევროზე, პანენკაზე, ნაკრების მიზანზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ ლომინაძესთან
•
•ფეხბურთი

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

VIDEO: "ლეგენდა ხარ" - ვოლკანოვსკი დვალიშვილს

News image

7 სთ წინ

"მზად ვარ ბრძოლისთვის" - დვალიშვილი წონის ჩაბარების შემდეგ

News image

10 სთ წინ

U21 ევროზე, პანენკაზე, ნაკრების მიზანზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ ლომინაძესთან

News image

8 სთ წინ

"ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა" - ქეცბაია ლორიაზე