ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და მცირე შესვენების შემდეგ დღეს სტარტს იღებს ევრო 2024-ის 1/8 ფინალური სტადია.
ევრო 2024 - 29 ივნისი, მერვედფინალები იწყება [პრევიუ და ჩვენი პროგნოზი]
პლეიოფს შვეიცარიისა და იტალიის მატჩი გახსნის (20:00).
ჯგუფური ეტაპის მატჩები
უნგრეთი 1-3 შვეიცარია
შოტლანდია 1-1 შვეიცარია
შვეიცარია 1-1 გერმანია
იტალია 2-1 ალბანეთი
ესპანეთი 1-0 იტალია
ხორვატია 1-1 იტალია
ორივე გუნდის შემთხვევაში მხოლოდ თითო მატჩში გავიდა 3 გოლი.
გუნდების ბოლო 6 ურთიერთშეხვედრა
შვეიცარია 1-1 იტალია (2006)
შვეიცარია 0-0 იტალია (2009)
შვეიცარია 1-1 იტალია (2010)
იტალია 3-0 შვეიცარია (2021)
შვეიცარია 0-0 იტალია (2021)
იტალია 1-1 შვეიცარია (2021)
ერთმანეთთან დაპირისპირებაშიც ბოლო 6-დან მხოლოდ ერთხელ გავიდა 3 გოლი.
შვეიცარიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჯამში 8 ყვითელი ბარათი მიიღო, იტალიის ნაკრების წარმომადგენლებმა კი ჯამში 7 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს.
მატჩის მთავარი არბიტრი პოლონელი შიმონ მარცინიაკი იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ერთ შეხვედრაში იმსაჯა - ბელგია 2-0 რუმინეთი. მან მოთამაშეებს ჯამში 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.
დღის მეორე 1/8 ფინალში ერთმანეთში უძლიერესის ვინაობას გერმანიისა და დანიის ნაკრებები გაარკვევენ (23:00).
ჯგუფური ეტაპის მატჩები
გერმანია 5-1 შოტლანდია
გერმანია 2-0 უნგრეთი
შვეიცარია 1-1 გერმანია
სლოვენია 1-1 დანია
დანია 1-1 ინგლისი
დანია 0-0 სერბეთი
გუნდების მხოლოდ თითო შეხვედრაში ვერ შეძლო მატჩის ორივე მხარემ გოლის გატანა.
ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირება
დანია 2-2 გერმანია
დანია 1-2 გერმანია
დანია 1-1 გერმანია
გერმანია 1-1 დანია
ბოლო ოთხივე შეხვედრაში გერმანიამაც და დანიამაც შეძლეს მატჩში გოლის გატანა.
საინტერესოა, რომ გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში ჯამში 25 კუთხური ჩააწოდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8 კუთხურზე მეტს უდრის, დანიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 21 არის, შესაბამისად ერთ მატჩში საშუალოდ 7 კუთხური.
ასე რომ, ორივე გუნდი სტატისტიკის მიხედვით საკმაოდ ბევრ კუთხურს აწვდის.