გერმანიის თასის 1/2 ფინალური მატჩი არმინია - ლევერკუზენი სენსაციური შედეგით დასრულდა.
ტურნირის და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენის ბაიერი მესამელიგელ მეტოქესთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მე-17 წუთზე ალონსოს გუნდი დაწინაურდა, თუმცა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და თამაშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
გადამწყვეტ მატჩში არმინია შტუტგარტი - ლაიფციგის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.