გერმანიის თასის ფინალში ტურნირი სენსაცია, მეორელიგელი არმინია ბილეფელდი შტუტგარტს დაუპირისპირდა.
ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე გამართული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და შტუტგარტის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი ფავორიტებმა 3:0 მოიგეს და 66-ე წუთისთვის 4:0-საც იგებდნენ, თუმცა ბოლო ათ წუთში ყურადღება მოადუნეს და ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში.
ამრიგად, გერმანიის თასზე სენსაცია არ შედგა - არმინიას, რომელმაც გზად მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენი დაამარცხა, შანსი ჰქონდა, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში გაისად ევროპა ლიგაზე მეორე ლიგიდან ეთამაშა, თუმცა შტუტგარტმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 18-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.