მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პლეიოფის განმეორებით მატჩში, სიგნალ იდუნა პარკზე, გერმანიის ნაკრებმა იტალია მიიღო.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მილანში, სან სიროზე გერმანელთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
საპასუხო მატჩი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. გერმანელებმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და თითქოს ინტრიგა ორმატჩიან დუელში მთლიანად მოკლეს.
30-ე წუთზე ანგარიში იოზუა კიმიხმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 36-ე წუთზე იტალიელთა უყურადღებობით კიმიხმა და მუსიალამ ისარგებლეს და კურიოზული გოლით სხვაობა ორამდე გაიზარდა.
VIDEO: დონარუმა საუბარში გაერთო და კურიოზული გოლი გაუშვა
ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე კი ტიმ კლაინდინსტმა მე-3 გოლი გაიტანა სკუადრა აძურას კარში და ანგარიში 3-0 გახადა.
3 გოლი გავიდა მეორე ტაიმში, ოღონდ ამჯერად თავი იტალიელებმა გამოიჩინეს. 49-ე და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიზე კინმა დუბლი შეასრულა და სტუმარი გუნდი თამაშში დააბრუნა.
მატჩის კომპენსირებულ დროში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, 95-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა იტალიელებს ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრებისთვის კიდევ 1 გოლი სჭირდებოდათ, რომლის გატანაც ვეღარ მოახერხეს.
შესაბამისად გერმანიის ნაკრებმა ჯამში 5-4 იმარჯვა და ერთა ლიგის A დივიზიონის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელმაც დანია დაამარცხა.
პორტუგალიამ დრამატული დაპირისპირება შემოატრიალა და ერთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები