თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის 2024-25 წლების სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ჯასტინ რობინსონი (ტრაპანი)
ამედეო დელა ვალე (ბრეშა)
ენტონი ლემბი (ტრენტო)
თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია)
მირო ბილანი (ბრეშა)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის საშუალო სტატისტიკა სეზონში ასეთი იყო - 14.4 ქულა, 5.9 მიღებული ჯარიმა (საუკეთესო ჩემპიონატში), 5.7 მოხსნა, 2.9 შედეგიანი გადაცემა, 19.8 საშუალო რეიტინგი, 24.8 წუთი.
ვირტუს ბოლონიამ რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი დაიკავა, პლეიოფის პირველ ეტაპზე კი ვენეციას ამარცხებს სერიაში ანგარიშით 2-0.
