უეფას ერთა ლიგის ფინალის პირველ ფინალისტს ერთმანეთში გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები გაარკვევენ. მატჩი მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება (23:00).
ერთა ლიგის ჯგუფში გერმანიის მეტოქეები ნიდერლანდები, უნგრეთი და ბოსნია იყვნენ. ნაგელსმანის გუნდმა 4 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მეოთხედინალურ ეტაპზე გერმანელები ორმატჩიან დუელში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ჯამში (5-4) დაამარცხეს. ბუნდესნაკრებმა იტალიაში 1-2 მოიგო, გერმანული შეხვედრა კი 3-3 დასრულდა.
რაც შეეხება პორტუგალიას, მათ ჯგუფში იგივე შედეგი დააფიქსირეს (14 ქულა), მეტოქეები კი ხორვატია, შოტლანდია და პოლონეთი იყვნენ.
რობერტო მარტინესის გუნდმა მეოთხედფინალში დანიას აჯობა 5-3, დანიური მატჩი პორტუგალიელებმა 1-0 დათმეს, სახლში კი 5-2 მოიგეს.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა 6 გოლით, შემდეგ კი გერმანელები მოდიან - კლაინდინშტი (4 გოლი), ვირცი (3 გოლი), მუსიალა (3 გოლი).
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია - ტერ შტეგენი; კიმიხი, ტა, კოხი, გოსენსი; გორეცკა, გროსი; გნაბრი, ვირცი, სანე; ფიულკრუგი
პორტუგალია - დიოგუ კოშტა; დალო, რუბენ დიაში, გონსალუ ინასიუ, ნუნუ მენდეში; ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ნევეში; ბერნარდუ სილვა, რონალდუ, რაფაელ ლეაუ
მატჩს სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი განსჯის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა.
მეორე ნახევარფინალური მატჩი 5 ივნისს, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გაიმართება.