ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად უკვე გაირკვა რომელი 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირზე.
მასპინძლები - ფინეთი, კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი
ჯგუფიდან გასულები - ლიეტუვა, სერბეთი, თურქეთი, იტალია, სლოვენია, ისრაელი, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბოსნია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია, მონტენეგრო, შვედეთი, ისლანდია.
ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება და ცნობილი გახდება თუ რომელი 5 გუნდი მოხვდება საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში. წილისყრაზე ნაკრებები კალათებში FIBA-ს რეიტინგის მიხედვით განითესებიან.
ევრობასკეტ 2025 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე გავედით!