დღეს უეფას ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ნახევარფინალური ეტაპები აიღებს სტარტს.
ევროპა ლიგა (23:00)
ბრაგა - ფრაიბურგი
პორტუგალიურმა ბრაგამ წინა ეტაპებზე ფერენცვაროში და ბეტისი დაამარცხა, გერმანულმა ფრაიბურგმა კი გენკსა და ვიგოს სელტას აჯობა.
ნოტინგემი - ასტონ ვილა
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ინგლისური დაპირისპირება შედგება. ნოტინგემი აქამდე ფენერბაჰჩეს, მიდტიულანდისა და პორტუს დამარცხებით მოვიდა. ასტონ ვილამ კი ლილსა და ბოლონიას მოუგო.
კონფერენს ლიგა (23:00)
რაიო ვალეკანო - სტრასბურგი
ესპანურმა რაიომ სამსუნსპორი და ათენის აეკი გაიარა, ფრანგულმა სტრასბურგმა კი რიეკასა და მაინცს აჯობა.
შახტარი - კრისტალ პალასი
ირაკლი აზაროვის შახტარმა ნახევარფინალამდე მოსასვლელად ლეხ პოზნანსა და ალკმაარს მოუგო, კრისტალ პალასმა კი ზრინსკი, ლარნაკას აეკი და ფიორენტინა გააგდო.