არნე სლოტის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ჩაატარა თუ არა მოჰამედ სალაჰმა ბოლო მატჩი ლივერპულის მაისურით.
სალაჰის ლივერპულული კარიერა დასრულდა?
სალაჰი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა კრისტალ პალასთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში, სადაც ალექსანდერ ისაკის, ენდი რობერტსონისა და ფლორიან ვირცის გოლებმა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი განუმტკიცა.
სლოტმა განაცხადა:
კიდევ ერთი მოგება და კიდევ ერთი ტრავმა. ეს ჩვენი სეზონის ისტორიაა. ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, მაგრამ ყველამ ვიცით თუ რამდენად უჭირს სალაჰს მოედნის დატოვება. ის ფაქტი, რომ მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად მძიმეა დაზიანება.
ლივერპულს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის განაღდებული აქვს. სლოტმა შეაქო თავისი ფეხბურთელების უნარი, მიეღწიათ შედეგისთვის ასეთ დაძაბულ ბრძოლაში:
ღეს გამოჩნდა, თუ რამდენად მცირეა ზღვარი გამარჯვებასა და მარცხს შორის. ეს მხოლოდ ჩვენს მატჩს არ ეხება, არამედ ყველა შეხვედრას, რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგაში ტარდება. ძალიან გვიხარია ეს მოგება და მეექვსე ადგილთან დისტანციის გაზრდა, რადგან ვნახეთ, რამდენად კარგად ითამაშა ბრაიტონმა ამ კვირაში. მათ 6 ან 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. ასე რომ, ვიცით - ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად გამარჯვებების გაგრძელებაა საჭირო.