პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში არსენალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
გუნდმა შაბათს ემირეითსზე ნიუკასლთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა.
VIDEO: ეზეს გამარჯვების გოლი - არსენალი ცხრილში გალიდერდა
ნიუკასლთან პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში მოედანი კაი ჰავერცმა დატოვა, მოგვიანებით კი მას გოლის ავტორი, ებერეჩი ეზეც შეუერთდა.
ჰავერცი 33-ე წუთზე, უბურთო სიტუაციაში დაშავდა. გერმანელმა შემტევმა, რომელმაც მე-9 წუთზე ეზეს საოცარ გოლს ასისტენტობა გაუწია, მოედანი კოჭლობით დატოვა და ის ვიქტორ გიოკერეშმა შეცვალა. ჰავერცისთვის ეს სეზონი ტრავმებითაა აღსავსე. მან მუხლის მძიმე ოპერაციის გამო უკვე 32 მატჩი გამოტოვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი მონაწილეობა ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზეც.
მეორე ტაიმში დაშავდა ებერეჩი ეზეც, რომელმაც კოჭის პრობლემის გამო თამაში ვერ გააგრძელა და მისი ადგილი გაბრიელ მარტინელიმ დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ბუკაიო საკა დაუბრუნდა, ეს ახალი დანაკლისები მიკელ არტეტას შემტევ პოტენციალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტიტულისთვის ბრძოლაში.