VIDEO: ეზეს გამარჯვების გოლი - არსენალი ცხრილში გალიდერდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი არსენალი ემირეითსზე ნიუკასლს დაუპირისპირდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე გავიდა. კუთხურის ეფექტურად გათამაშების შემდეგ კაი ჰავერცის პასს საჯარიმოს გარედან ებერეჩი ეზეს უძლიერესი დარტყმა და ანგარიშის გახსნა მოჰყვა.
ინგლისელი შემტევის ამ გოლმა არსენალს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
სიტის FA თასის ნახევარფინალში თამაშის გამო ლონდონელებს ამ ტურის შემდეგ ერთი მატჩით მეტი ექნებათ ჩატარებული, შესაბამისად მიკელ არტეტას გუნდი ცხრილს 3-ქულიანი უპირატესობით ჩაუდგა სათავეში.