არსენალმა შაბათს, ემირეითსზე გამართულ პრემიერ ლიგის მატჩში ნიუკასლის წინააღმდეგ, ელვისებური სტარტი აიღო. მეთოფეებმა იცოდნენ, რომ ნიუკასლთან გამარჯვება მათ პრემიერ ლიგის სათავეში დააბრუნებდა.
მიკელ არტეტას გუნდმა ანგარიშის გასახსნელად დიდხანს არ აცდევინა გულშემატკივარს. ებერეჩი ეზემ საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე დარტყმით ბურთი პირდაპირ ცხრიანში მოათავსა.
VIDEO: ეზემ ნიუკასლთან მატჩში საოცარი გოლი გაიტანა
ინგლისელი ნახევარმცველის ამ შესანიშნავმა გოლმა არსენალის მიერ პრემიერ ლიგის ისტორიაში ნიუკასლის კარში გატანილი გოლების რაოდენობა 100-მდე დაამრგვალა. ეს არის მიღწევა, რომელიც ლონდონელებს მხოლოდ ოთხ სხვა მეტოქესთან ჰქონდათ მანამდე დაფიქსირებული.