16 წლის მატის ალბერტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა.
მან დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში ფრაიბურგთან მოგებულ მატჩში სადებიუტო წუთები მიიღო. ალბერტი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.
ალბერტმა ამ მაჩვენებლით ისეთ მოთამაშეებს გაასწრო, როგორებიც არიან კრისტიან პულისიჩი და ჯოვანი რეინა. ის თავის 17-ე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე გახდა რეკორდსმენი.
ახალგაზრდა ვინგერი, რომელიც სამხრეთ კაროლინაში დაიბადა, დორტმუნდს 2024 წელს ლა გალაქსის აკადემიიდან შეუერთდა. მისი ამბიციები საკმაოდ დიდია:
მინდა პირველ გუნდში დავმკვიდრდე და გარდატეხის შემტანი მოთამაშე ვიყო. ჩემი მიზანია გავხდე მსოფლიო დონის ფეხბურთელი, თუმცა დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ზოგჯერ უბრალოდ სიამოვნება უნდა მიიღო. სწორედ ეს სიხარულია ის, რაც მთელი ცხოვრება ფეხბურთში მამყოფებს
დებიუტანტს სეზონის ბოლომდე კიდევ სამი შანსი ექნება, რომ დორტმუნდის პირველ გუნდში სათამაშო დრო დააგროვოს.