ბუზუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმი-ზანქტ პაულის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქართველმა თავდამსხმელმა გულშემატკივართა ხმების 57% მიიღო და MVP გახდა.
"კვირის განმავლობაში ჩვენ იმაზე არ ვფიქრობდით, რომ წავაგებდით და ოფიციალურად გავვარდებოდით. ვფიქრობ, ამან იმუშავა, რადგან მოედანზე წნეხს არავინ გრძნობდა - ფეხბურთი ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ბრძოლა ბოლომდე", - უთხრა ბუნდესლიგის რეპორტიორს ბუდუმ მატჩის შემდეგ.
ზივზივაძემ ბუნდესლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაიტანა - უნიონ ბერლინთან, ფრაიბურგთან და ზანქტ პაულთან. მისი გუნდი კვლავ ბოლო ადგილზეა, 22 ქულა აქვს და სარელეგაციო პლეი-ოფს 4 ქულით ჩამორჩება.
ბუდუ ზივზივაძემ გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა!