ჯოზეფ კოსინსკის ფილმ F1-ს, რომელშიც ბრედ პიტი ფორმულა 1-ის მრბოლელ სონი ჰეიესს თამაშობს, შემოსავლების ჩარტებში წინსვლა აქვს.
23 ივნისს გამართული საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ფილმმა გლობალური მასშტაბით 166 მილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რითიც ბრედ პიტის ფილმოგრაფიის ოცეულში შევიდა.
F1-მა იმ ფილმების სიაში, რომელშიც მონაწილეობას ბრედ პიტი იღებს, შემოსავლების მხრივ მე-20 ადგილი დაიკავა და 1996 წელს გამოშვებული ფილმ Sleepers-ს გაასწრო.
სიაში მომდევნო 2008 წელს გადაღებული Burn After Reading არის, რომლის შემოსავალიც 168 მილიონი დოლარი არის, ასე რომ F1 ფილმის წინსვლა სიაში მხოლოდ დროის საკითხია.
4-6 ივლისს Formula 1-ში ბრიტანეთის გრან პრი გაიმართება, რომელიც ფილმის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.
სილვერსტოუნის ტრასას ფილმშიც მნიშვნელოვანი როლი უკავია.