• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კიმი ანტონელიმ ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგო
სხვა სპორტისხვა სპორტი

კიმი ანტონელიმ ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგო

14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ დრამატულ მაიამის გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა, სადაც იტალიელმა ლანდო ნორისის ზეწოლას გაუძლო და სეზონში ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგო.


სტარტზე დრამატული მოვლენები განვითარდა: პოულის პოზიციაზე მყოფმა ანტონელიმ მაქს ვერსტაპენთან და შარლ ლეკლერთან ერთად სამმხრივი ბრძოლა გამართა, თუმცა პირველ მოსახვევში როგორც მერსედესის, ისე რედ ბულის ბოლიდებმა ბლოკირება განიცადეს. მალევე ვერსტაპენი დატრიალდა და პოზიციები დაკარგა.


შემდგომში ლიდერობა არაერთხელ შეიცვალა - ანტონელიმ მოგვიანებით ლეკლერს გაასწრო, ხოლო ნორისი, ოსკარ პიასტრი და ვერსტაპენიც გარკვეული დროით ლიდერობდნენ. ისაკ ჰაჯარისა და პიერ გასლის ავარიების გამო რბოლის დასაწყისში უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.


ბოლოს რბოლა ანტონელისა და ნორისის ორთაბრძოლად გადაიქცა, სადაც მაკლარენი ბოლომდე ეწეოდა მერსედესს. მიუხედავად ზეწოლისა, ანტონელიმ ლიდერობა შეინარჩუნა და სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვა, ამასთან ისტორიაში პირველი გახდა, ვინც თავისი პირველი 3 პოულის პოზიცია გამარჯვებებად გადააქცია.


ნორისმა ფინიშზე 3.264 წამით ჩამორჩენით მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო პიასტრიმ ბოლო ორ ქაოტურ წრეში ლეკლერს გადაასწრო და პოდიუმის ბოლო საფეხურზე მოხვდა.


ლეკლერი მოგვიანებით დატრიალდა, თუმცა ტრასაზე დარჩენა შეძლო, მაგრამ მას მერსედესის ჯორჯ რასელმა გაუსწრო და მე-4 ადგილი დაიკავა. ვერსტაპენმა ფინიშზე ლეკლერს გაასწრო და მე-5 ადგილზე გავიდა.


ლუის ჰამილტონმა უფრო მშვიდ რბოლაში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ფრანკო კოლაპინტომ ალპინისთვის მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და მე-8 იყო. კარგი შედეგი აჩვენა უილიამსმაც - კარლოს საინსი და ალექს ალბონი საუკეთესო ათეულში, მე-9 და მე-10 ადგილებზე გავიდნენ.


მრბოლელთა საჩემპიონო ბრძოლაში ასეთი სიტუაციაა:


1. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 100 ქულა

2. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 80 ქულა

3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 63 ქულა

4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 51 ქულა

5. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 49 ქულა

6. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 43 ქულა

7. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 26 ქულა

8. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 17 ქულა

9. პიერ გასლი (ალპინი) - 16 ქულა

10. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 10 ქულა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფორმულა 1
მაკლარენი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესიმ ფორმულა 1-ის ვარსკვლავს ოცნება აუსრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესიმ ფორმულა 1-ის ვარსკვლავს ოცნება აუსრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაკლარენი: "როი კინსა და ფერნანდეშს საერთო კოშმარული თვისება აქვთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაკლარენი: "როი კინსა და ფერნანდეშს საერთო კოშმარული თვისება აქვთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიამის სპრინტი ლანდო ნორისმა მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაიამის სპრინტი ლანდო ნორისმა მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაიამის გრან-პრის ვარსკვლავური სტუმარი: მესი და ანტონელა რბოლაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიამის გრან-პრის ვარსკვლავური სტუმარი: მესი და ანტონელა რბოლაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 მაი, 2026

მესიმ ფორმულა 1-ის ვარსკვლავს ოცნება აუსრულა

News image

02 მაი, 2026

მაკლარენი: "როი კინსა და ფერნანდეშს საერთო კოშმარული თვისება აქვთ"

News image

02 მაი, 2026

მაიამის სპრინტი ლანდო ნორისმა მოიგო

News image

16 სთ წინ

მაიამის გრან-პრის ვარსკვლავური სტუმარი: მესი და ანტონელა რბოლაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება