შარლ ლეკლერი და მისი მეუღლე ალექსანდრა ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები და მილოცვები ამტკიცებს, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება და გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვაჟი შეეძინებათ (ერთ-ერთმა პოსტმა საზოგადოების ყურადღება ფრაზით „ახალი F1 დრაივერი ვარჯიშზეა“ მიიქცია).
ეს სპეკულაციები განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში წყვილის სარდინიაში დასვენების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა.

მიუხედავად ინტერნეტში ატეხილი დიდი აჟიოტაჟისა და მილიონობით ნახვისა, შარლსა და ალექსანდრას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.