ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ჰამილტონის კრახი და ნორისის პოზიცია: დიდი ბრძოლა უნგრეთში
სხვა სპორტისხვა სპორტი

ჰამილტონის კრახი და ნორისის პოზიცია: დიდი ბრძოლა უნგრეთში

26 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უნგრეთის გრან-პრის კვალიფიკაცია ნამდვილ დრამად იქცა.


მაკლარენის პილოტმა და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა 2026 წლის სეზონში პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა, თუმცა ბრიტანელი მრბოლელი გამარჯვების წინასწარ ზეიმს არ ჩქარობს.

კვალიფიკაციის მთავარი ანტიგმირი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გახდა. ფერარის პილოტი ფინალური სესიის დასაწყისში უსწრაფესი იყო, თუმცა გადამწყვეტი წრის დასრულების შემდეგ მან მაკლარენის ავსტრალიელი პილოტი ოსკარ პიასტრი დაბლოკა, რის გამოც მსაჯებმა ის სამი პოზიციით დააჯარიმეს. ფერარის შეფმა ფრედერიკ ვასორმა შეცდომა საკუთარ თავზე აიღო, რადგან გუნდმა ჰამილტონს უკნიდან მომავალი პიასტრის შესახებ დროულად არ შეატყობინა.

"ზოგჯერ უბრალოდ არ გიმართლებს. კიდევ ერთი უქმეები, როცა თავს იდეალურად ვგრძნობდი და მერე უცებ ყველაფერი თავზე დამენგრა. ზედიზედ სამ რბოლაში ჯარიმის მიღების შემდეგ, პოზიტივის შენარჩუნება ძალიან მიჭირს", - დაწერა იმედგაცრუებულმა ჰამილტონმა სოციალურ ქსელში. ჯარიმების გამო ჰამილტონი და კიმი ანტონელი (მერსედესი) სტარტს შესაბამისად მე-5 და მე-7 პოზიციებიდან აიღებენ.

მეორე მხრივ, მაკლარენმა მაიამის შემდეგ პირველი სერიოზული განახლება წარმოადგინა, რამაც აშკარად გაამართლა. გუნდის შეფი ანდრეა სტელა აცხადებს, რომ პოულ პოზიცია მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა ნორისს სჯერა, რომ მისი ბოლიდის პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.

"ვიცოდი, რომ სისწრაფე გვქონდა. თუმცა მხოლოდ ერთ კარგ კვალიფიკაციას ვერ დავეყრდნობი, ხვალ კარგი რბოლა მჭირდება. ფერარიზე ვდებდი ფსონს, მაგრამ კვალიფიკაციაში სერიოზული ნაბიჯი წინ გადავდგით", - აღნიშნა ნორისმა.

პარალელურად, ასტონ მარტინში, სადაც ედრიან ნიუის ახალი განახლება დატესტეს, პოზიტიური ძვრები შეიმჩნევა. ფერნანდო ალონსომ სეზონში პირველად მოახერხა კვალიფიკაციის პირველი სესიის ბარიერის გადალახვა. მიუხედავად მე-16 პოზიციისა, ესპანელი აღნიშნავს, რომ ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია მთელი ქარხნისთვის. ალონსოს მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, 45 წლის პილოტი, რომელიც მალე პირველად გახდება მამა, საზაფხულო შესვენებაზე კარიერის გაგრძელების საკითხს სერიოზულად გადახედავს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ფორმულა 1
ლუის ჰამილტონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფორმულა 1 ახალ კონტინენტზე 90-იანების შემდეგ პირველად - რომელი ტრასა ემატება?

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ფორმულა 1 ახალ კონტინენტზე 90-იანების შემდეგ პირველად - რომელი ტრასა ემატება?
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

13 000 მუქარის წერილი: რა მოხდა მადრიდის გრან-პრიზე

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

13 000 მუქარის წერილი: რა მოხდა მადრიდის გრან-პრიზე
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჩემპიონების კვალდაკვალ - ანტონელის ტრიუმფი და ისტორიული რეკორდი

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჩემპიონების კვალდაკვალ - ანტონელის ტრიუმფი და ისტორიული რეკორდი
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

13 ოქტ, 2026

ფორმულა 1 ახალ კონტინენტზე 90-იანების შემდეგ პირველად - რომელი ტრასა ემატება?

News image

30 ოქტ, 2026

13 000 მუქარის წერილი: რა მოხდა მადრიდის გრან-პრიზე

News image

18 სთ წინ

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა

News image

3 სთ წინ

ჩემპიონების კვალდაკვალ - ანტონელის ტრიუმფი და ისტორიული რეკორდი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება