ლუის ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა.
ბრიტანელმა პილოტმა მექსიკის გრან პრის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერსედესის წარმომადგენელ ჯორჯ რასელს მინიმალური სხვაობით აჯობა.
პირველი ადგილისთვის უკიდურესად დაძაბული ბრძოლა ჰამილტონის შთამბეჭდავი ბოლო წრით დასრულდა. ბრიტანელმა წრე 1 წუთსა და 16.514 წამში გაიარა და ფორმულა 1-ის კარიერაში 105-ე პოულ-პოზიცია მოიპოვა.
ჯორჯ რასელი ჰამილტონს მხოლოდ 0.009 წამით ჩამორჩა და მე-2 ადგილი დაიკავა. მომდევნო პოზიციებზე შარლ ლეკლერი, მაქს ვერსტაპენი და ჩემპიონატის ლიდერი კიმი ანტონელი გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვერსტაპენმა ბოლო სწრაფი წრის დროს დამუხრუჭებისას ბორბლები დაბლოკა და დრო დაკარგა. პირველ ხუთეულში მოხვედრილ პილოტებს შორის სხვაობა ორ მეათედ წამზე ნაკლები აღმოჩნდა.
მე-3 თავისუფალ ვარჯიშზე ნაჩვენები შთამბეჭდავი ტემპის მიუხედავად, მაკლარენმა კვალიფიკაციაში იგივე შედეგის გამეორება ვერ შეძლო.
ლანდო ნორისმა მე-6 ადგილი დაიკავა და ისაკ ჰაჯარს გაუსწრო, რომელმაც Q3-ის პირველ სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა და დაკარგული დროის ანაზღაურება ვეღარ მოახერხა.
მექსიკის გრან პრის რბოლა 00:00 საათზე დაიწყება.