სებასტიან ფეტელმა მონცას ტრასაზე ფერარი F2002-ის საჭესთან მიხაელ შუმახერის მემკვიდრეობის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის მიერ მარანელოს გუნდში დებიუტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1996 წლის სეზონში შუმახერმა მონცაზე ფერარის შემადგენლობაში თავისი პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. მოგვიანებით მან იტალიის გრან-პრი კიდევ 4-ჯერ - 1998, 2000, 2003 და 2006 წლებში მოიგო.
შესაბამისად, ფეტელს, ისევე როგორც რუბენს ბარიკელოს, პატივი ერგო, ფერარისა და მთლიანად ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბოლიდი ემართა.
ფერარიმ იტალიის გრან პრის მთელი უიქენდი შუმახერისადმი მიძღვნილ ღონისძიებად აქცია. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი SF-26-ის სპეციალური მონცას ლივრეაა, რომელიც პირდაპირ ეძღვნება F310-ს, რომელსაც შუმახერი ფერარიში თავის სადებიუტო სეზონში მართავდა.
ფეტელი ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებსაც მიესალმა, შემდეგ კი მონცას პუბლიკა რამდენიმე ეფექტური „დონატით“ გაახალისა.