იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონების კვალდაკვალ - ანტონელის ტრიუმფი და ისტორიული რეკორდი
სხვა სპორტისხვა სპორტი

ჩემპიონების კვალდაკვალ - ანტონელის ტრიუმფი და ისტორიული რეკორდი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


მერსედესის იტალიელმა პილოტმა მექსიკის გრან-პრიზე მე-3 ადგილი დაიკავა, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.


რბოლაში კი გამარჯვება მაქს ვერსტაპენმა მოიპოვა, რომელმაც ლუის ჰამილტონს აჯობა.


ანტონელი კვირას, Autódromo Hermanos Rodríguez-ის ტრასაზე გამართულ 71-წრიან რბოლას იმ პირობით შეხვდა, რომ სადებიუტო მსოფლიო ტიტულის მოსაპოვებლად მინიმუმ მე-9 ადგილზე უნდა გასულიყო.


ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რა შედეგს დააფიქსირებდნენ მისი კონკურენტები, ლუის ჰამილტონი და მერსედესის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი.


20 წლის იტალიელმა რბოლა მე-4 პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ მე-3 ადგილზე დაასრულა. შეხვედრის მიმდინარეობისას მას რამდენიმე რთულ სიტუაციასთან გამკლავება მოუწია, მათ შორის ვალტერი ბოტასის მძიმე ავარიის შემდეგ გამოცხადებულ წითელ დროშებთან და არვიდ ლინდბლადის ავარიის გამო რბოლის მიწურულს ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილის გამოსვლასთან.


რაც შეეხება გამარჯვებისთვის ბრძოლას, მაქს ვერსტაპენმა სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვა. რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა ბოლო წრეებზე ლუის ჰამილტონის ზეწოლას გაუძლო და მოულოდნელი წარმატება იზეიმა, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა მე-5 პოზიციიდან დაიწყო.


მას ხელი ფერარის პილოტებს შორის გამართულმა დაძაბულმა შიდა გუნდურმა ბრძოლამაც შეუწყო.


ვერსტაპენმა პირველივე წრეზე მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, მოგვიანებით კი ლიდერობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც შარლ ლეკლერს 5-წამიანი ჯარიმა დაეკისრა.


მონეგასკი პილოტი პირველ წრეზე პოულ-პოზიციიდან დაძრულ ჰამილტონს ებრძოდა, რა დროსაც ტრასის საზღვრები დაარღვია. ნიდერლანდელმა ლიდერობა წითელი დროშების შემდეგ ადგილიდან ხელახლა სტარტის დროსაც შეინარჩუნა.


მან პირველი პოზიცია არც მაშინ დათმო, როდესაც ფინიშამდე 8 წრით ადრე უსაფრთხოების ავტომობილი ტრასიდან გავიდა და რბოლა განახლდა. ჰამილტონი მას მუდმივად უქმნიდა საფრთხეს, თუმცა ვერსტაპენმა გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო.


კიმი ანტონელი კი, 20 წლის ასაკში, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სებასტიან ფეტელის რეკორდი დაამხო. გერმანელმა პილოტმა ეს რეკორდი 2010 წელს, 23 წლის ასაკში, დაამყარა და 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.


გარდა ამისა, ანტონელიმ იტალიური ავტოსპორტისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია. ფორმულა 1-ში იტალიელი პილოტი მსოფლიო ჩემპიონი ბოლოს 1953 წელს გახდა, როდესაც ტიტული ალბერტო ასკარიმ მოიპოვა.


ამრიგად, 73-წლიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1-ს კვლავ იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერარი
კიმი ანტონელი
ლუის ჰამილტონი
მაქს ვერსტაპენი
მერსედესი
რედ ბული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვერსტაპენმა ფერარის აჯობა და სინგაპურში პოული მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ვერსტაპენმა ფერარის აჯობა და სინგაპურში პოული მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქსის პირველი გამარჯვება სინგაპურში - კიმი ჩემპიონობას მიუახლოვდა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქსის პირველი გამარჯვება სინგაპურში - კიმი ჩემპიონობას მიუახლოვდა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიასთან ერთ ნაბიჯში - ანტონელი ჩემპიონობას უახლოვდება

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ისტორიასთან ერთ ნაბიჯში - ანტონელი ჩემპიონობას უახლოვდება
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

10 ოქტ, 2026

ვერსტაპენმა ფერარის აჯობა და სინგაპურში პოული მოიპოვა

News image

11 ოქტ, 2026

მაქსის პირველი გამარჯვება სინგაპურში - კიმი ჩემპიონობას მიუახლოვდა

News image

26 ოქტ, 2026

ისტორიასთან ერთ ნაბიჯში - ანტონელი ჩემპიონობას უახლოვდება

News image

18 სთ წინ

ჰამილტონმა ფერარის შემადგენლობაში პირველი პოული მოიპოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება