-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველი და მეორე პრაქტიკა პარასკევს, 5 ივნისს, გაიმართება ხოლო მესამე პრაქტიკა და კვალიფიკაცია - შაბათს, 6 ივნისს. მთავარი რბოლა, 78-წრიანი მონაკოს გრან-პრი, კვირას, 7 ივნისს, ჩატარდება.
მნიშვნელოვანი სტატისტიკა
პირველი გრან-პრი: 1950 წელი
ტრასის სიგრძე: 3.337 კმ
წრის რეკორდი: 1:12.909 - ლუის ჰამილტონი (მერსედესი), 2021
ყველაზე მეტი პოულ პოზიცია: აირტონ სენა (5)
ყველაზე მეტი გამარჯვება: აირტონ სენა (6)
საინტერესო ფაქტი: მონაკო იყო ერთ-ერთი იმ 7 ტრასიდან, რომელიც 1950 წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ კალენდარში შევიდა.
სტარტიდან პირველი მოსახვევის დამუხრუჭების წერტილამდე მანძილი: 142 მეტრი
2025 წელს განხორციელებული გასწრებები: 4
უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის ალბათობა: 29%
ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის ალბათობა: 43%
პიტ-სტოპის დროის დანაკარგი: 19.92 წამი
მონაკოს გრან-პრის ბოლო 5 პოულის მფლობელი
2025 - ლანდო ნორისი (მაკლარენი)
2024 - შარლ ლეკლერი (ფერარი)
2023 - მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
2022 - შარლ ლეკლერი (ფერარი)
2021 - შარლ ლეკლერი (ფერარი)
მონაკოს გრან-პრის ბოლო 5 გამარჯვებული
2025 - ლანდო ნორისი (მაკლარენი)
2024 - შარლ ლეკლერი (ფერარი)
2023 - მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
2022 - სერხიო პერესი (რედ ბული)
2021 - მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
მიმდინარე ფორმა
ბოლო რბოლამ კანადაში საკმაოდ დრამატულად ჩაიარა და კიმი ანტონელიმ მრბოლელთა ჩემპიონატში თანაგუნდელ ჯორჯ რასელთან შედარებით თავისი უპირატესობა 43 ქულამდე გაზარდა. იტალიელმა გრან-პრი მოიგო, ხოლო რასელმა ლიდერობისას რბოლა ძრავის პრობლემის გამო ვერ დაასრულა.
მერსედესის ორივე პილოტისთვის შაბათ-კვირა მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. სპრინტის რბოლაში ისინი ლიდერობისთვის ბრძოლისას ერთმანეთს შეეჯახნენ, ხოლო კვირის მთავარ რბოლაში მათ შორის ხანგრძლივი ბრძოლა გაგრძელდა, რომელიც მხოლოდ რასელის მოულოდნელი გამოთიშვით დასრულდა.
ამ ფონზე, ანტონელი იმედოვნებს, რომ მონაკოშიც გააგრძელებს წარმატებულ სერიას. 19 წლის იტალიელს გასულ სეზონში ევროპის ეტაპებზე რთული პერიოდი ჰქონდა. რასელი კი, თავის მხრივ, ქულების მარაგის გასაზრდელად სტაბილურ შედეგს დაუმიზნებს.
თუმცა მერსედესს შესაძლოა სერიოზული კონკურენცია შეხვდეს. თავად ანტონელიმ ფერარი „მთავარ ფავორიტად“ დაასახელა მონტე-კარლოში. ამ მოსაზრებას იზიარებს ლუის ჰამილტონიც, რომელმაც განაცხადა, რომ ფერარის ბოლიდი „იქ შესაძლოა ძალიან ძლიერი იყოს“. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა კანადაში ფერრარის შემადგენლობაში თავისი საუკეთესო შედეგი, მეორე ადგილი, დააფიქსირა.
ამასთან, მაკლარენი, რომელიც კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ფერარის 41 ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა, კანადაში რთულ კვირა დღეს გადაურჩა. წვიმიან პირობებში შუალედურ საბურავებზე დაწყების გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, ამიტომ „პაპაიას“ გუნდი მონაკოში რეაბილიტაციას ეცდება - ტრასაზე, სადაც ლანდო ნორისმა 1 წლის წინ გამარჯვება მოიპოვა.
მათ უკან, რედ ბული მონაკოში ჩადის მაქს ვერსტაპენის პოდიუმით კანადაში, თუმცა გუნდი კვლავ საკმაოდ ჩამორჩება ჩემპიონატის პირველ სამეულს და მე-4 ადგილზე იმყოფება. ალპინი კი კვლავ ლიდერობს შუა ჯგუფის ბრძოლას.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

