ჯორჯ რასელმა ნიდერლანდების გრან პრის სპრინტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ბრიტანელმა გუშინ მოპოვებული პოულ პოზიცია გამარჯვებად აქცია და შარლ ლეკლერსა და ლანდო ნორისს აჯობა.
24-წრიანი სპრინტის სტარტზე რასელი შესანიშნავად დაიძრა და მიუხედავად იმისა, რომ მისი უპირატესობა პერიოდულად მცირდებოდა და კვლავ იზრდებოდა, მერსედესის პილოტმა რბოლის მიმდინარეობისას ნორისთან სოლიდური სხვაობის შენარჩუნება შეძლო.
ბოლო ეტაპზე მეორე ადგილისთვის ბრძოლა გამწვავდა, მე-18 წრეზე ლეკლერმა ნორისს გაასწრო. ამ დროს რასელი ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებდა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, სწორედ მაშინ, როდესაც წვიმა დაიწყო.
ეს მის კარიერაში მესამე შემთხვევაა, როდესაც პოულ პოზიცია სპრინტში გამარჯვებად აქცია.
ლეკლერმა ფერარისთვის მე-2 ადგილი შეინარჩუნა, მონეგასკმა რბილი საბურავების რესურსის ეფექტურად გამოყენება შეძლო.
ნორისს კი ბოლომდე კიმი ანტონელის ზეწოლის მოგერიება მოუხდა, თუმცა მაკლარენის პილოტმა საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ლიდერს მხოლოდ 0.3 წამით აჯობა.
მაკლარენის მეორე პილოტი ოსკარ პიასტრი მე-5 ადგილზე გავიდა. მან უკან ჩამოიტოვა რედ ბულის პილოტი და ადგილობრივი გულშემატკივრების ფავორიტი მაქს ვერსტაპენი.
ქულების მომტანი დარჩენილი პოზიციები ფერარის ლუის ჰამილტონმა და ალპინის პიერ გასლიმ დაიკავეს.
დღეს 18:00 საათზე ზანდვორტის ტრასაზე რბოლის კვალიფიკაცია გაიმართება, ხვალ 17:00 საათზე კი რბოლ აიღებს სტარტს.