შარლ ლეკლერმა ბრიტანეთის დრამატულ გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა.
რბოლის მიწურულს კიმი ანტონელიმ ტექნიკური პრობლემის გამო პოზიციები დაკარგა, ხოლო მაქს ვერსტაპენის ავარიამ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გამოიწვია.
ლეკლერმა შესანიშნავი სტარტი აიღო და მონეგასკმა, თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან ერთად, ანტონელის სტარტზევე გადაუსწრო.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონელიმ მოგვიანებით ჰამილტონს მეორე ადგილისთვის აჯობა, ლეკლერი ლიდერობას სტაბილურად ინარჩუნებდა და მხოლოდ პიტ-სტოპის დროს დაკარგა პირველი პოზიცია.
ამის შემდეგ ლიდერობა ანტონელის გადაეცა, რომელმაც პიტ-სტოპამდე სტინტი გაახანგრძლივა და საბოლოოდ 36-ე წრეზე შევიდა ბოქსებში.
იტალიელი მალევე დაედევნა ლეკლერს, თუმცა 41-ე წრეზე მის ბოლიდს პრობლემა შეექმნა. გუნდმა ივარაუდა, რომ წინა მარცხენა ბორბლის დამცავი ელემენტი დაზიანდა.
ორი დამატებითი პიტ-სტოპის შემდეგ ანტონელიმ რბოლის გაგრძელება შეძლო, თუმცა უკვე მე-10 პოზიციაზე იმყოფებოდა. ამას დაემატა ხუთწამიანი ჯარიმა ტრასისდრამა ამით არ დასრულებულა — 48-ე წრეზე მაქს ფერსტაპენი ტრასიდან გადავიდა და ხრეშში აღმოჩნდა, რის გამოც სეიფთი ქარი გამოცხადდა.ლიმიტების დარღვევისთვის.
რბოლა ამით არ დასრულებულა, 48-ე წრეზე მაქს ვერსტაპენი ტრასიდან გადავიდა და ხრეშში აღმოჩნდა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.
რბოლა საბოლოოდ სწორედ უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში დასრულდა და ლეკლერმა კარიერაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
მე-2 ადგილი მერსედესის ჯორჯ რასელმა დაიკავა, რომელმაც უსაფრთხოების მანქანის ფაზაში ტრასაზე დარჩენის გადაწყვეტილებით რამდენიმე მეტოქეს გადაასწრო, მათ შორის ჰამილტონსაც.
პოდიუმის ბოლო საფეხური ლუის ჰამილტონმა დაიკავა. მეოთხე ადგილზე მაკლარენის ლანდო ნორისი გავიდა.
მე-5 ადგილი რედ ბულის ისაკ ჰაჯარმა დაიკავა, ხოლო რეისინგ ბულსის დუეტმა, ლიამ ლოუსონმა და არვიდ ლინდბლადმა, რბოლა შესაბამისად მე-6 და მე-7 პოზიციებზე დაასრულეს.
აუდის გაბრიელ ბორტოლეტომ მე-8 ადგილზე მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, ხოლო ალპინის ფრანკო კოლაპინტომ და პიერ გასლიმ პირველი ათეული დახურეს.
ბრიტანეთის გრან პრის შემდეგ ფორმულა 1-ის მრბოლელთა საჩემპიონო დავა ასე გამოიყურება:
1. ანტონელი - 179 ქულა
2. რასელი - 154 ქულა
3. ჰამილტონი - 147 ქულა
4. ლეკლერი - 108 ქულა
5. ნორისი - 97 ქულა
6. პიასტრი - 82 ქულა
7. ვერსტაპენი - 76 ქულა
8. ჰაჯარი - 52 ქულა
9. გასლი - 42 ქულა
10. ლოუსონი - 39 ქულა