ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის გრან პრის სპრინტის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოულ პოზიცია მოიპოვა.
ფერარის პილოტმა საკუთარ სამშობლოში საუკეთესო დრო აჩვენა და მერსედესის ახალგაზრდა მრბოლელ კიმი ანტონელის მხოლოდ 0.011 წამით აჯობა.
ჰამილტონი პარასკევს, სილვერსტოუნზე გამართული სპრინტის კვალიფიკაციის განმავლობაში დომინირებდა.
მან ჯერ თავისუფალ პრაქტიკაში დააფიქსირა საუკეთესო შედეგი, შემდეგ კი ლიდერობდა SQ1-სა და SQ2-ში, სანამ SQ3-ის ერთწრიან გადამწყვეტ სესიაში საბოლოოდ არ გაინაღდა პირველი ადგილი.
შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა წრე 1:28.376 დროში გაიარა, რაც ანტონელის შედეგზე სულ მცირედით უკეთესი აღმოჩნდა.
მე-3 ადგილი რედ ბულის მაქს ვერსტაპენმა დაიკავა, ხოლო მე-4 პოზიცია - ფერარის მეორე პილოტმა, შარლ ლეკლერმა.
მე-5 პოზიციაზე ჯორჯ რასელი გავიდა, რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა მაკლარენის მრბოლელებს, ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის. მერსედესის პილოტს მთელი სპრინტის კვალიფიკაციის განმავლობაში ტემპის პოვნა უჭირდა.
შაბათის სპრინტის წინ საუკეთესო ათეული ასე დაკომპლექტდა: ისაკ ჰაჯარი (რედ ბული) და რეისინგ ბულსის წარმომადგენლები ლიამ ლოუსონი და არვიდ ლინდბლადი.
სპრინტი 5 ივლისს, 15:00 საათზე დაიწყება, რბოლის კვალიფიკაცია კი - 20:00 საათზე.