• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - ანტონელიმ მონაკოს გრან პრი მოიგო
სხვა სპორტისხვა სპორტი

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - ანტონელიმ მონაკოს გრან პრი მოიგო

07 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ მონაკოს გრან-პრიზე გვიან ეტაპზე განვითარებულ დრამას თავი წარმატებით აარიდა და მრბოლელთა ჩემპიონატის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.


მან ლუის ჰამილტონსა და ისაკ ჰაჯარს ამაღელვებელ რბოლაში აჯობა, რომელშიც შვიდმა მრბოლელმა ვერ დაასრულა დისტანცია.


სტარტზე მერსედესის პილოტმა მშვიდად შეინარჩუნა პირველი პოზიცია, მაშინ როდესაც რედ ბულის მაქს ვერსტაპენს დასაწყისშივე სერიოზული პრობლემა შეექმნა, რის გამოც ის პოზიციებს კარგავდა და საბოლოოდ პირველი გახდა, ვინც რბოლას გამოეთიშა.


სანამ სხვა მრბოლელები სხვადასხვა მექანიკურ პრობლემას ებრძოდნენ და რბოლას ეთიშებოდნენ, მათ შორის ვალტერი ბოტასი და მაკლარენის ლანდო ნორისი, ანტონელი სტაბილურად ზრდიდა უპირატესობას ფერარის პილოტების, ლუის ჰამილტონისა და შარლ ლეკლერის მიმართ.


თუმცა, გამარჯვება დაახლოებით 20 წრით ადრე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც ლენს სტროლი მონაკოს ტრასის ბოლო მოსახვევში ავარიაში მოყვა.


ამის შედეგად ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რამაც ბევრ გუნდს საშუალება მისცა მეორე პიტ-სტოპი დიდი დროის დაკარგვის გარეშე შეესრულებინა.


ეს ანტონელის ლიდერობას საფრთხეს უქმნიდა, თუმცა შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა იმ მრბოლელებს, რომლებსაც პიტ-ლეინში სიჩქარის გადაჭარბებისთვის დროითი ჯარიმები ჰქონდათ მიღებული, ჯარიმები სწორედ რბოლის მიმდინარეობისას მოეხადათ.


რბოლის განახლება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ადგილობრივი ფავორიტი შარლ ლეკლერი სტროლის იდენტურ ავარიაში მოყვა. ამის შემდეგ ღონისძიება შეჩერდა, რათა ტრასის საფარის დაზიანება შეემოწმებინათ.


ლეკლერის გამოთიშვამ ისაკ ჰაჯარს კარიერაში პირველი პოდიუმი მოუტანა რედ ბულის შემადგენლობაში. პიერ გასლიმ ფინიშის ხაზი უფრო მაღალ პოზიციაზე გადაკვეთა, თუმცა ორი 5-წამიანი ჯარიმის გამო კლასიფიკაციაში უკან ჩამოქვეითდა.


ოსკარ პიასტრიმ და ლიამ ლოუსონმა შესაბამისად მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს.


არვიდ ლინდბლადმაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა რეისინგ ბულსისთვის და მე-6 ადგილი დაიკავა. მას მოჰყვნენ პიერ გასლი (მე-7), ალექს ალბონი (მე-8) და ესტებან ოკონი (მე-9). 


კადილაკს თავდაპირველად ეგონა, რომ სერხიო პერესის წყალობით სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით პერესი წითელი დროშის შემდეგ ფალსტარტისთვის დაჯარიმდა და 10-წამიანი ჯარიმა მიიღო, რის შედეგადაც ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა.


ამის გამო ასტონ მარტინმა სეზონში პირველი ტოპ-10 შედეგი იზეიმა ფერნანდო ალონსოს დახმარებით.


19 წლის კიმი ანტონელიმ ზედიზედ მე-5 რბოლა მოიგო და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა, რომელმაც მონაკოს გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა. წინა რეკორდი ლუის ჰამილტონს ეკუთვნოდა, რომელმაც მონაკოში რბოლა 23 წლის ასაკში მოიგო.


კიმი ანტონელი ასევე გახდა ისტორიაში მე-3 იტალიელი მრბოლელი, რომელიც მონაკოს გრან პრის გამარჯვებული გახდა. ამასთან ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, რომელმაც გრანდ სლემი შეასრულა (პოული, ყველა წრეზე ლიდერობა, უსწრაფესი წრე, გამარჯვება).


19 წლის იტალიელი მრბოლელთა საჩემპიონო დავას უკვე 66-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.


1. ანტონელი - 156 ქულა

2. ჰამილტონი - 90 ქულა

3. რასელი - 88 ქულა

4. ლეკლერი - 75 ქულა

5. პიასტრი - 60 ქულა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერარი
კიმი ანტონელი
მერსედესი
რედ ბული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

04 ივლ, 2026

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო

News image

04 ივლ, 2026

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

News image

05 ივლ, 2026

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

News image

19 ივლ, 2026

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება