• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ანტონელიმ ბელგიის გრან პრი მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა გაიმყარა

19 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ ბელგიის გრან პრიზე დრამატულ ბრძოლაში მოიგო და გამარჯვების გზას დაუბრუნდა.


მერსედესის იტალიელმა პილოტმა ფინიშზე მხოლოდ მცირედი უპირატესობით აჯობა ფერარის შარლ ლეკლერს, ხოლო მაქს ვერსტაპენი სეზონის მე-3 პოდიუმს დასჯერდა და მე-3 ადგილი დაიკავა.


სტარტზე ვერსტაპენმა შესანიშნავად იასპარეზა და ეუ-რუჟის მონაკვეთში ანტონელის გადაუსწრო, თუმცა ლიდერობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მალევე კვლავ დათმო პირველი პოზიცია.


სანამ ანტონელი ლიდერობას ინარჩუნებდა, მის თანაგუნდელ ჯორჯ რასელს რბოლა ნაადრევად დაუსრულდა.


ის ორივე ფერარის უკან აღმოჩნდა, შემდეგ კი ლუის ჰამილტონთან შეხების შედეგად დატრიალდა, ხრეშში გადავარდა და რბოლას გამოეთიშა, რაც ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.


ანტონელიმ უსაფრთხოების მანქანის შემდეგაც გაუძლო ზეწოლას და ლეკლერის გვიან შეტევასაც წარმატებით უპასუხა. მან ფინიშის ხაზი 1.9 წამით ადრე გადაკვეთა და 2026 წლის სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, პირველი კი მონაკოს გრან-პრის შემდეგ.


ლეკლერმა ზედიზედ მეორე გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა დამაჯერებლად შეინარჩუნა მეორე ადგილი ვერსტაპენის წინ.


მე-4-ზე გავიდა ფერარის მეორე პილოტი ლუის ჰამილტონი, რომელსაც რასელთან ინციდენტისთვის ხუთწამიანი ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა, რბოლის შემდეგ მას პიტ-სტოპიდან არაუსაფრთხო გამოშვების გამო დამატებითაც გამოიძიებენ. მე-5 ადგილი მაკლარენის ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.


პირველ ხუთეულს მოჰყვნენ ისაკ ჰაჯარი, რომელმაც სტარტი ბოლო პოზიციიდან აიღო და შთამბეჭდავი გარღვევით მე-6 ადგილი მოიპოვა, ლანდო ნორისი, რომელმაც მე-13 ადგილიდან მე-7-მდე წინ წაიწია, აუდის წარმომადგენელი გაბრიელ ბორტოლეტო მე-8-ზე, ხოლო არვიდ ლინდბლადი და ფრანკო კოლაპინტო საუკეთესო ათეულს ასრულებდნენ.


ბელგიის გრან პრის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:


1. ანტონელი - 204 ქულა

2. ჰამილტონი - 159 ქულა

3. რასელი - 154 ქულა

4. ლეკლერი - 126 ქულა

5. ნორისი - 103 ქულა

6. პიასტრი - 92 ქულა

7. ვერსტაპენი - 91 ქულა

8. ჰაჯარი - 60 ქულა

9. გასლი - 42 ქულა

10. ლოუსონი - 39 ქულა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კიმი ანტონელი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რასელმა ავსტრიის გრან პრიზე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რასელმა ავსტრიის გრან პრიზე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

28 ივნ, 2026

რასელმა ავსტრიის გრან პრიზე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა

News image

04 ივლ, 2026

კიმი ანტონელიმ სილვერსტოუნის სპრინტი მოიგო

News image

04 ივლ, 2026

ანტონელიმ სილვერსტოუნზე პოულ პოზიცია მოიპოვა

News image

05 ივლ, 2026

დრამა სილვერსტოუნზე - ლეკლერმა ბრიტანეთის გრან პრი მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება