კიმი ანტონელიმ ესპანეთის გრან პრიზე გამარჯვებით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
მერსედესის პილოტმა სტრატეგიით გამორჩეულ რბოლაში რედ ბულის წარმომადგენელ მაქს ვერსტაპენსა და მაკლარენის ლანდო ნორისს აჯობა.
რბოლის საწყის წრეებზე ტრასის სხვადასხვა მონაკვეთზე არაერთი დაძაბული ბრძოლა გაიმართა. პოულ პოზიციიდან დაწყებულმა ნორისმა ლიდერობა მცირე უპირატესობით შეინარჩუნა, ხოლო ბრიტანელის გასწრების აქტიური მცდელობისას ანტონელიმ ორი მოსახვევი მოჭრა.
საბოლოოდ, ანტონელის ნორისის ტრასაზე გასწრება არც დასჭირდა, რადგან ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის (VSC) რეჟიმი მერსედესისთვის“იდეალურ მომენტში გამოცხადდა, ნორისს კი გამარჯვების შანსები გაუფუჭა.
პიტ-სტოპების განსხვავებულმა შედეგებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, იტალიელი რბოლის ფაქტობრივი ლიდერი გახდა, ხოლო ნელი პიტ-სტოპის გამო ნორისი როგორც ანტონელის, ისე ვერსტაპენის უკან აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ საჭესთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდა, 20 წლის ანტონელიმ რბოლაზე კონტროლი მას შემდეგ გადაიბარა, რაც ფერარის პილოტმა შარლ ლეკლერმა, რომელიც VSC-ის დროს პიტ-სტოპზე არ შესულა, უსაფრთხოების მანქანის გამოჩენის იმედი დაკარგა და 48-ე წრის შემდეგ საბოლოოდ პიტ-ლეინს მიაშურა.
სეზონში მე-8 გამარჯვების მოპოვებით ანტონელიმ პილოტთა ჩემპიონატში უპირატესობა 81 ქულამდე გაზარდა.
მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა, ხოლო ლუის ჰამილტონი მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
მადრიდის გრან პრის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:
1. ანტონელი - 292 ქულა
2. რასელი - 211 ქულა
3. ჰამილტონი - 191 ქულა
4. ნორისი - 186 ქულა
5. ლეკლერი - 167 ქულა
6. ვერსტაპენი - 145 ქულა
7. პიასტრი - 120 ქულა
8. ჰაჯარი - 71 ქულა
9. ლოუსონი - 59 ქულა
10. გასლი - 41 ქულა
ფორმულა 1-ის შემდეგი გრან პრი ორ კვირაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.