• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პირველად 1966 წლის შემდეგ - ანტონელის ტრიუმფი ბოლო რიგებიდან
სხვა სპორტისხვა სპორტი

პირველად 1966 წლის შემდეგ - ანტონელის ტრიუმფი ბოლო რიგებიდან

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კიმი ანტონელიმ სასტარტო ბადის ბოლოდან წინ გაჭრა შეძლო და იტალიის გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა.


შესანიშნავი ქამბექი მან ბოლო წრეებზე მერსედესის თანაგუნდელისა და საჩემპიონო კონკურენტის, ჯორჯ რასელის გასწრებით დააგვირგვინა.


ძრავის შეცვლის გამო მიღებული ჯარიმის შემდეგ ანტონელიმ საშინაო რბოლა მე-19 პოზიციიდან დაიწყო, მაშინ როცა რასელი სასტარტო ბადის პირველ რიგში იდგა.


თუმცა ახალგაზრდა იტალიელმა შთამბეჭდავი ტემპისა და ჭკვიანური გასწრებების წყალობით სწრაფად შეძლო პელოტონის სათავეში გადანაცვლება.


რბოლის შუა ნაწილში შედეგზე გავლენა ვირტუალურმა უსაფრთხოების მანქანამაც (VSC) მოახდინა. ანტონელიმ ამ მომენტით ისარგებლა, პიტ-სტოპი შეასრულა და საშუალო სიხისტის ახალი საბურავები დააყენა, ხოლო რასელი ტრასაზე გაცვეთილი მყარი საბურავებით დარჩა.


დროთა განმავლობაში მათი ეფექტურობა შემცირდა, რამაც ბრიტანელ მრბოლელს საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა.


ბოლო წრეებზე რასელზე შეტევისას ხრეშის ზონაში ხანმოკლე გადასვლის გარდა, ანტონელის მონცას ავტოდრომზე ჩატარებული 53-წრიანი რბოლა პრაქტიკულად უშეცდომო იყო.


ამ გამარჯვებით მან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. 


კიმი ანტონელი გახდა პირველი იტალიელი მრბოლელი 1966 წლის შემდეგ, რომელმაც იტალიის გრან პრიზე გაიმარჯვა.


რასელს მეორე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია, მან ფინიშის ხაზი ანტონელიზე დაახლოებით 4 წამით გვიან გადაკვეთა. პოდიუმის მე-3 საფეხური კი რედ ბულის მაქს ვერსტაპენმა დაიკავა, რომელმაც ბრძოლისუნარიანი რბოლა ჩაატარა და რამდენიმე თამამი გასწრებაც შეასრულა.


ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მრბოლელთა სატიტულო ბრძოლა ასე გამოიყურება:


1. ანტონელი - 267 ქულა

2. რასელი - 201 ქულა

3. ჰამილტონი - 191 ქულა

4. ნორისი - 171 ქულა

5. ლეკლერი - 155 ქულა

6. ვერსტაპენი - 127 ქულა

7. პიასტრი - 116 ქულა

8. ჰაჯარი - 71 ქულა

9. ლოუსონი - 51 ქულა

10. გასლი - 41 ქულა


F1-ის მომდევნო გრან პრი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 11-13 სექტემბერს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იტალია
კიმი ანტონელი
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯორჯ რასელმა ზანდვორტის სპრინტი მოიგო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელმა ზანდვორტის სპრინტი მოიგო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე

•კალათბურთი

კალათბურთი

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

17 აგვ, 2026

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი

News image

19 აგვ, 2026

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა

News image

22 აგვ, 2026

ჯორჯ რასელმა ზანდვორტის სპრინტი მოიგო

News image

03 სექ, 2026

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება