მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის ატლეტიკომ ხულიან ალვარესის პენალტის ინციდენტის თაობაზე უეფას მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
„ყველამ ვიცით, რომ VAR-ის შეცდომა საბოლოო შედეგს ვეღარ შეცვლის. განურჩევლად იმისა, რამდენად დიდია შეცდომა, ანგარიში იგივე დარჩება. ამ ინციდენტს და ჩვენზე მოხდენილ გავლენას ძალიან განვიცდით.
ამ გადაწყვეტილებამ მილიონობით ჩვენი ქომაგის და ჩვენი საუცხოო გუნდის გარჯა გაანულა.
მიუხედავად უეფას ახსნისა, ატლეტიკო რჩება გაბრაზებული იმით, რომ:
არცერთ კადრში არ ჩანს, რომ დარტყმის წინ, ბურთი მოძრაობს
ვიდეორეფერი საქმეში მხოლოდ აშკარა და დიდი შეცდომების დროს უნდა ჩაერთოს, ჩვენი კლუბის წევრის ცნობით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება სულ რაღაც 45 წამში იქნა მიღებული.
საბოლოოდ, ატლეტიკო ხაზს უსვამს, რომ ჩვენს დნმ-ში არ არის თავის მართლება ან დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. მეტიც, ჩვენ უკვე ჩვენს მომდევნო გამოწვევაზე ვფიქრობთ, რომელიც ბარსელონასთან კვირის მატჩზე გადის." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები