კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოვეის საჩემპიონო მატჩის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მებრძოლებმა ერთმანეთს სიტყვიერი ომი უკვე გამოუცხადეს.
5-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე მაკგრეგორის დაბრუნება დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა დასტინ პუარიე მიიჩნევს, რომ მთავარი კითხვის ნიშანი მაინც ჰოლოვეის გამძლეობაა.
პუარიემ აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე ბრძოლაში ჰოლოვეის ლეგენდარულმა „ნიკაპმა“ მორყევა დაიწყო. მისი თქმით, ჰოლოვეი ბოლო შეხვედრებში იატაკზე იმაზე მეტჯერ აღმოჩნდა, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში. ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიამ და თავად პუარიემაც ის ნოკდაუნში გაგზავნეს. „თუ მაქსის ნიკაპმა მისი ბრძოლის სტილს ვეღარ გაუძლო, კონორს მისი გათიშვა შეუძლია“, - განაცხადა დასტინმა.
საინტერესოა, რომ UFC 329-ზე ეს ჩხუბი ქვესაშუალო წონაში (170 ფუნტი) შედგება, სადაც ჰოლოვეი კარიერაში პირველად იასპარეზებს. პუარიე იქვე დასძენს, რომ წონის მატებასთან ერთად ჰოლოვეის დარტყმის ძალაც გაიზარდა და ის უკვე აღარ არის მხოლოდ დიდი რაოდენობის დარტყმების იმედად.
როგორც ერთადერთ მებრძოლს, ვინც მაკგრეგორსაც და ჰოლოვეისაც სამ-სამჯერ დაუპირისპირდა, პუარიეს პროგნოზს ლას-ვეგასის ორთაბრძოლის წინ უდიდესი წონა აქვს.