UFC-ის მსუბუქი წონის დროებითმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიასთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და გულშემატკივრებს ნამდვილ სანახაობას დაჰპირდა.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაჩაღდება:
ეს იქნება გიჟური ორთაბრძოლა. ჩვენ დარტყმებს გავცვლით და ერთ-ერთი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ნოკაუტში აღმოჩნდება
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას 2025 წლის ივნისის შემდეგ არ უჩხუბია, როდესაც ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა.
ჯასტინ გეიჯიმ კი იანვარში პედი პიმბლეტი დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ქამარი მოიპოვა.