ჯასტინ გეიჯი ჰყვება, როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ყველაზე სახიფათო მომენტს მე-2 რაუნდში.
„როდესაც მან ნოკდაუნში ჩამაგდო, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კორპუსში დამარტყა. ვფიქრობ, ამ მომენტმა აიძულა ის, ბოლომდე დაცლილიყო, რადგან ეს ჩემი გათიშვის ბოლო შანსი იყო. და თითქმის გამოუვიდა კიდეც.
მე მაინც წამოვდგებოდი. ის წინ გამოიქცეოდა ჩემს დასაფინიშებლად, მე კი ფეხებში ჩავუხტებოდი ან „გარდში“ ჩავითრევდი.
ის ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს ზემოთ აღმოჩნდებოდა.
იქ უბრალოდ ჯდომას და მასთან დარტყმების ხელახლა გაცვლას ნამდვილად არ ვაპირებდი", - აღნიშნა ამერიკელმა ჯო როგანთან პოდკასტში.
საბოლოოდ, გეიჯიმ მეორე რაუნდში ტანში ძლიერ დარტყმებს გაუძლო, შემდეგ კი მესამე და მეოთხე რაუნდები თავის სასარგებლოდ დაასრულა, რის შემდეგაც ილიამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.