ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, უკმაყოფილოა იმით, რომ 2026 წლის ESPY-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო მებრძოლის წოდება ჯასტინ გეიჯის ნაცვლად ტერენს კროუფორდს მიენიჭა.
აბდელაზიზმა სოციალურ ქსელ X-ში შედეგს გამაგიჟებელი უწოდა და აღნიშნა, რომ გეიჯიმ 6 თვეში ორი ბრძოლა მოიგო, თანაც ორივე შემთხვევაში ის აუტსაიდერად ითვლებოდა.
თავის მხრივ, ზოგიერთი გულშემატკივარი არ დაეთანხმა აბდელაზიზს და ხაზი გაუსვა კროუფორდის მიღწევების ისტორიულ მნიშვნელობას, კერძოდ კი მის გამარჯვებას კანელო ალვარესთან წონის კატეგორიების ცვლილების შემდეგ.
ჯასტინ გეიჯიმ 2026 წელს მიაღწია თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს, გახდა რა გაერთიანებული მსუბუქი წონის ჩემპიონი მას შემდეგ, რაც დაამარცხა ილია თოფურია.
ტერენს კროუფორდი კი, რომელიც გასული წლის სექტემბერში კანელო ალვარესის დამარცხების შემდეგ პენსიაზე გავიდა, გახდა პირველი კაცი მოკრივე ოთხქამრიან ერაში, რომელმაც სამ წონით კატეგორიაში გაერთიანებული ჩემპიონობა მოიპოვა.
ESPY-ს დაჯილდოებაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, პირველად 2018 წლის შემდეგ, MMA-ს მებრძოლები და მოკრივეები ერთ კატეგორიაში იყვნენ წარდგენილნი.