საქართველოს დროით 19 ივლისს, კალიფორნიაში MMA ორგანიზაცია Up Next Fighting-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება.
UNF 34-ზე ალეკო საღლიანიც იბრძოლებს, რომელიც მსუბუქი წონის 3-რაუნდიან ბრძოლაში რუს იბრაგიმ იბრაგიმოვს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ იბრაგიმოვი ისლამ მახაჩევის თანაგუნდელია და ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდს წარმოადგენს.
ასევე საინტერესო ამბავია, რომ ალეკო საღლიანს კუთხეში რომან დოლიძე და ვატო ღვინჯილია ეყოლებიან.
UNF 34-ის მთავარ 5-რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონობისთვის ჟორა საჰაკიანი და ჰოლტ ფელკინსი დაუპირისპირდებიან.
