მრავალი წელია, 1/8 ფინალი გერმანიისთვის მიუღწეველ ბარიერად რჩება.
ზედიზედ მესამე მუნდიალის, გერმანიის ეროვნული გუნდი ტურნირის 1/8 ფინალში გასვლას ვერ ახერხებს.
დიდი სენსაცია მუნდიალზე - 4-გზის ჩემპიონი გერმანია სახლში მიდის
უკანასკნელად ამ სტადიაზე ბუნდესნაკრებმა 2014 წელს ითამაშა, როცა ტურნირი მოიგო კიდეც.
მას შემდეგ, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებზე გერმანია ჯგუფში ჩარჩა, წელს კი, მართალია ჯგუფური ეტაპი გადალახა, თუმცა ახალი ფორმატის გამო, პლეი-ოფის გზა 1/16 ფინალით დაიწყო, სადაც პარაგვაის ვერ აჯობა და კვლავ 1/8 ფინალს მიღმა დარჩა.
პარაგვაი კი, რომელიც მუნდიალზე 2010 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს (სადაც 1/4 ფინალი ითამაშა), ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის შემოქმედი გახდა.