• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გერმანიის ნაკრები - გარდამავალი ეტაპი და ნაგელსმანის გამოწვევები
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

გერმანიის ნაკრები - გარდამავალი ეტაპი და ნაგელსმანის გამოწვევები

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გერმანია ტრადიციულად მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი უნდა იყოს, თუმცა ბოლო წლების წარუმატებლობებმა და მწვრთნელ იულიან ნაგელსმანის მუდმივმა ექსპერიმენტებმა გუნდის ირგვლივ გაურკვევლობა შექმნა.


იულიან ნაგელსმანი გუნდის „ტაქტიკური გონებაა“, თუმცა მისი მიდრეკილება შემადგენლობის მუდმივი ცვლილებებისადმი ხშირად აბნევს როგორც გულშემატკივრებს, ისე ფეხბურთელებს.

გერმანელები უპირატესობას ანიჭებენ 4-2-3-1 ფორმაციას. ნაკრების ძალა არის ფიზიკურად ძლიერი ნახევარდაცვა და ბურთის ფლობაზე დამყარებული ფეხბურთი, თუმცა გუნდს შეუძლია სიღრმიდან დაცვითი ფეხბურთის თამაშიც.

გერმანიის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რამდენიმე საკვანძო მოთამაშის ფორმაზე:

მანუელ ნოიერი: მისი დაბრუნება ნაკრებში სარისკო იყო (ტრავმების და ასაკის გამო), თუმცა გამოცდილება გუნდისთვის ფასდაუდებელია.

ალექსანდარ პავლოვიჩი: ნახევარდაცვის ცენტრში ის გუნდის აღმოჩენად ითვლება. მისი სიმშვიდე და ფიზიკური მონაცემები გადამწყვეტი იქნება მატჩების გაკონტროლებისთვის.

ჯამალ მუსიალა და ფლორიან ვირცის დუეტი: ეს არის გერმანიის მთავარი შემოქმედებითი ძრავა. მათი შეთამაშება და ფორმაში ყოფნა განსაზღვრავს, რამდენად სახიფათო იქნება გერმანიის შეტევა.

კაი ჰავერცი: გერმანიას აკლია ტრადიციული ცხრიანი, თუმცა ჰავერცის უნივერსალურობა და მოძრაობა მეტოქის დაცვას მუდმივად ტონუსში ამყოფებს, რაც კარს უხსნის სხვა შემტევებს.


თუ დაცვის დუეტი (ტა-შლოტერბეკი) სტაბილურობას შეინარჩუნებს, ხოლო პავლოვიჩი ნახევარდაცვას გაამაგრებს, ექსპერტებისა და მაყურებლების მოსაზრებებით გერმანიას შეუძლია ნახევარფინალამდე მისვლა. გუნდს აქვს პოტენციალი, დაამარცხოს საფრანგეთიც კი, თუ ტაქტიკური დისციპლინა შენარჩუნდება.


უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ნაგელსმანის ზედმეტმა ტაქტიკურმა ფანტაზიებმა შესაძლოა ბალანსი დაარღვიოს. ასევე, ნოიერის ტრავმიანობამ და ჰავერცის არასტაბილურობამ (გოლების გატანის კუთხით) სავარაუდოა რომ ნაადრევი გავარდნაც გამოიწვიოს.

გერმანელი გულშემატკივრებისთვის მთავარი მოლოდინი შედეგის გარდა არის საბრძოლო სულისკვეთება. ნაკრები, რომელიც კარგავს კავშირს გულშემატკივართან, როგორც ეს წინა წლებში მოხდა, ახლა ცდილობს დაიბრუნოს „Die Nationalmannschaft“-ის იმიჯი - გუნდი, რომელიც მებრძოლი და ემოციურია.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

გერმანია
germany
გერმანიის ნაკრები
ჰავერცი
მსოფლიო ჩემპიონატი
მუსიალა
ნაგელსმანი
ნოიერი
პავლოვიჩი
ვირცი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანჩელოტისა და ვინის კომენტარი მაროკოსთან თამაშზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანჩელოტისა და ვინის კომენტარი მაროკოსთან თამაშზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს

News image

2 სთ წინ

ანჩელოტისა და ვინის კომენტარი მაროკოსთან თამაშზე

News image

2 სთ წინ

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

News image

1 სთ წინ

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება