იტალიის სერია ა-ს მე-2 ტურში უდინეზე ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ინტერს ესტუმრა.
მატჩის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-17 წუთზე ანგარიში დენზელ დუმფრისმა გახსნა.
თუმცა ინტერმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 29-ე წუთზე კინან დევისმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში, მე-40 წუთზე კი არტურ ატამ წინ გაიყვანა უდინეზე.
მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშში საბა გოგლიჩიძე ჩაერთო, რომლის დებიუტიც შედგა სერია ა-ში ახალი გუნდის რიგებში.
უდინეზემ პირველ ტურში ვერონასთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ, ინტერი ჯუზეპე მეაცაზე დაამარცხა და 4 ქულა აქვს, როსონერიმ კი პირველ ტურში ტორინო 5-0 გაანადგურა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ უდინეზე პიზას ესტუმრება, ინტერი კი იუვენტუსს ტურინში ეწვევა.