იტალიის სერია ა-ს მე-2 ტურში ჯენოამ საკუთარ მოედანზე იუვენტუსი მიიღო.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ერთადერთი გოლი გავიდა.
73-ე წუთზე გამარჯვების გოლი დუშან ვლაჰოვიჩმა თავური დარტყმით გაიტანა, რომელიც ფილიპ კოსტიჩის კუთხურიდან ჩაწოდებულს მოჰყვა.
იუვენტუსმა პირველ ტურში პარმა 2-0 დაამარცხა. დუშან ვლაჰოვიჩმა გოლი იმ შეხვედრაშიც გაიტანა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ტურინელები სახლში ინტერს მიიღებენ.